არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებსა და მიმართულებას. 

ინდიკატორები

  • გეოგრაფიული კვლევისას განსაზღვრავს ადგილს, მოვლენებსა და პროცესებს შორის კავშირურთიერთობებს (ბუნებრივ პირობებს, რესურსებს, მოსახლეობას, მეურნეობას და ეკოლოგიურ ვითარებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე);
  • აკვირდება და სწავლობს ლოკალურ გარემოს, რათა განსაზღვროს აქ არსებული გეოგრაფიული პრობლემები;
  • სვამს შეკითხვებს (გეოგრაფიული ხასიათის), აფასებს მოვლენას, გამოთქვამს ვარაუდს და, ჯგუფთან თვალსაზრისების შეჯერების შედეგად, განსაზღვრავს მისთვის აქტუალურ პრობლემას (მაგ.: ტერიტორიის ათვისების პრობლემა _ რატომ იცვლება ტერიტორია, რა არის ამის მიზეზი და შედეგი?);
  • განიხილავს დაკვირვების შედეგებს, მსჯელობს დასმული პრობლემის გარშემო და გამოთქვამს მისი გადაჭრის სავარაუდო გზებს, გამოთქვამს ჰიპოთეზებს, რომელთაგან საკვლევად ირჩევს საუკეთესოს;
  • შერჩეული ჰიპოთეზის საფუძველზე განსაზღვრავს გეოგრაფიული კვლევის მიმართულებას და შეიმუშავებს თემის სტრუქტურას.

რესურსები