არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს ინტეგრალური მართვის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მიღწევაში და მისი გადაჭრის გზებზე.

ინდიკატორები

  • აცნობიერებს, თუ როგორი გავლენა მოახდინა გარემოს ცვლილებამ ადამიანთა რეაგირებაზე (მაგ., მიგრაცია, ტრადიციების ცვლილება, საზოგადოებრივი აზრი, რეგულაციები), ასახელებს თანამედროვე და ისტორიულ მაგალითებს;
  • აცნობიერებს მდგრად განვითარებაში გარემოსდაცვითი სხვადასხვა ინსტიტუტის (მაგ., გარემოს დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამოქალაქო სექტორი) ინტეგრალური მართვის მნიშვნელობას;
  • იცნობს საქართველოს ბუნებათსარგებლობის ზოგიერთ სამართლებრივ ასპექტს (მაგ., ბუნებრივი რესურსის საკუთრების, მართვის, სარგებლობის, დაცვისა და კანონდარღვევათა შესახებ);
  • ეცნობა პოპულარულ გამონათქვამებს გლობალური პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და ამზადებს ესეს (მაგ.,„დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“, „იფიქრე გლობალურად და იმოქმედე ლოკალურად“, „ტყე შეუნახე შვილებსა“, „მშვიდობა, განვითარება და გარემოს დაცვა ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელია“, „ფასიანი ბუნებათსარგებლობა“).

რესურსები