არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევის აუცილებლობაზე, როგორც  გარემოს მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე. 

ინდიკატორები

  • ასახელებს მაგალითებს ბუნების ერთი კომპონენტის თავისებურებათა გაუთვალისწინებლობით გამოწვეული უარყოფითი ცვლილების შესახებ გარემოში, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ სფეროში;
  • ამზადებს რეფერატს ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენების შედეგად გამოწვეული უარყოფითი ცვლილებების შესახებ გარემოში, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ სფეროში;
  • აცნობიერებს გეოგრაფიული გარსის ერთიანობის და მთლიანობის  მნიშვნელობას მდგრადი მართვის მიღწევაში ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე;
  • განიხილავს ეკოკონფლიქტების წარმოშობის მიზეზებსა და შედეგებს  ქვეყნის/რეგიონის/ლოკალურ გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში;
  • მსჯელობს და მოჰყავს კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელობის მაგალითები ტერიტორიულ დაგეგმარებაში (ქალაქდაგეგმარება, ლანდშაფტური დაგეგმარება, აგროდაგეგმარება, სამხედრო-სტრატეგიული, სამედიცინო, ბიზნესდაგეგმარება);
  • ბუნების კომპონენტთა კომპლექსური ანალიზის საფუძველზე ადგენს კავშირს გარემოს დაბინძურების სტაციონარულ და არასტაციონარულ წყაროსა და მის ტერიტორიულ გავრცელებას შორის, შედეგებს წარმოადგენს  მისთვის სასურველი ფორმით (ტექსტი, ცხრილი, გრაფიკი, სქემა, რუკა);
  • ადარებს ტერიტორიის ანთროპოგენური ტრანსფორმაციის ხარისხს დროის ორ განსხვავებულ პერიოდში  და  ადგენს გეოგრაფიული ობიექტების ფორმისა და კონფიგურაციის ცვლილების ზოგიერთ მეტრულ მაჩვენებელს (მაგ., ფართობის შემცირება, ფრაგმენტაცია, სიმჭიდროვის ცვლილება და ა.შ.);
  • ადგენს დამაბინძურებელი ობიექტის (მაგ., სამრეწველო საწარმოს, თეს-ის, აეს-ის, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) მარტივ სურათს და განსაზღვრავს გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელობას შეფასებაში (მაგ., ზემოქმედების ფაქტორების, თანამედროვე მდგომარეობის, რისკების დადგენის.);
  • ადგენს ფართო მოხმარების საგნების (მაგ., წიგნის, მობილურის, საპნის, ავეჯის) წარმოებისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსების ნუსხას, ახარისხებს მათ ამოწურვად-აღდგენადობის მიხედვით და მსჯელობს იმავე რესურსების ხელმისაწვდომობაზე მომავალი თაობებისათვის.
  • აცნობიერებს გარემოს მართვისათვის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევის აუცილებლობას.

რესურსები