არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს გარემოდაცვითი საფრთხეების მოგვარების ასპექტებზე (სამეცნიერო, სამეურნეო, ტექნოლოგიური, პოლიტიკური, სამართლებრივი), მათი გამოყენების მაგალითებზე და პერსექტივებზე; შეუძლია დააკავშიროს გარემოსდაცვითი პრობლებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან.

 

ინდიკატორები

  • საუბრობს თანამედროვე მეცნიერების როლზე გარემოს დაცვის საკითხში. სწორად იყენებს გარემოს დაცვის ინ–სიტუ (მაგ. დაცული ტერიტორიები, ეკოსისტემების მენეჯმენტი) და ექს–სიტუ (მაგ., რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია) მეთოდებს, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები;
  • მსჯელობს გარემოს დაცვის ინსტრუმენტებზე (მაგ., გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გარემოს მონიტორინგი, მოპოვების კვოტები, საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები, ეროვნული კანონმდებლობა, კანონის აღსრულება და აჯგუფებს  მათ (მაგ., სამართლებრივი, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ტექნოლოგიური);
  • ახასიათებს დაცული ტერიტორიების ტიპებს და მსჯელობს მათ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში; მოყავს მაგალითი საქართველოს რომელიმე დაცული ტერიტორიის შესახებ;
  • ზოგადად საუბრობს სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევასა და საშუალებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი (მაგ., დამზოგავი ტექნოლოგიები, ენერგოეფექტურობა) გამოყენებისათვის;
  • იცის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გაეროს ძირითადი სტრუქტურები და მათი მისია. იცნობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინსტიტუციების (WWF, IUCN, GEF, UNEP და სხვ.) მიზნებსა და ძირითად საქმიანობას. ამზადებს პრეზენტაციას ერთ–ერთი გარემოსდაცვითი კონვენციის ან საერთაშორისო შეთანხმების შესახებ, რომელსაც საქართველო არის მიერთებული:   ბიომრავალფეროვნების კონვენცია, ორჰუსის კონვენცია, კლიმატის ცვლილების კონვენცია, თბილისის  დეკლარაცია, რიოს დეკლარაცია, დღის წესრიგი 21);
  • იცნობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ადამიანთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია, თუ როგორ არეგულირებს ეროვნული კანონმდებლობა გარემოს დაცვის კონკრეტულ საკითხებს.  ამზადებს  და მონაწილეობს როლურ თამაშში, რომლის მიზანია კონკრეტული პრობლემების განხილვა და პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილებების მიღება.

რესურსები