არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ზოგადად დაახასიათოს გლობალური გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება) დეგრადაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოიყვანოს მაგალითები და მსჯელოს მათი გადაჭრის გზებზე

ინდიკატორები

  • მსჯელობს გლობალური გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება) დეგრადაციის პრობლებებზე, შეუძლია მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები საქართველოს და მსოფლიოს კონტექსტში;
  • ამზადებს რეფერატს მის რაიონში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემის და მათი მოგვარების გზების შესახებ (თემა შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი საკითხებით: საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები, ჰაერის დამაბინძურებლები, წყლის გამოყენება,  წყლის დაბინძურება, სასმელი წყლის უსაფრთხოება, წყლის დეფიციტი, ნიადაგის დაბინძურება, ეროზია, ტყის განადგურება, ბრაკონიერობა);
  • აგროვებს ინფორმაციას და ამზადებს პრეზენტაციას დედამიწაზე მომხდარი უდიდესი ეკოლოგიური ანთროპოგენური კატასტროფების შესახებ.

რესურსები