არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გამოიკვლიოს მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოქმნის წინაპირობები.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ადამიანისა და გარემოს ურთიერთმიმართების შესახებ, ასახელებს გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების  ეტაპებს;
  • აანალიზებს ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და გარემოს დეგრადირების გლობალურ პრობლემებს, როგორც მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოქმნის წინაპირობას;
  • ასახელებს გლობალური გარემოს ცვლილების იმ მაგალითებს, რომლებმაც არსებითი როლი შეასრულეს მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოქმნაში;
  • აგროვებს ინფორმაციას XX  საუკუნის იმ ტექნოგენურ კატასტროფებზე, რომლებმაც განსაკუთრებული ზიანი მიაყენეს გარემოს. შეარჩევს მონაცემების წარმოდგენის ფორმას (რუკა, ცხრილი, სქემა, წერილობითი თემა და სხვა).
  • აანალიზებს იმ უმთავრეს მიზეზებს, რის გამოც XX საუკუნის შუა პერიოდამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა დეგრადირებული გარემოს უკუზემოქმედებას, როგორც განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს (მაგ., I და II მსოფლიო ომები, „ცივი ომი“ და გამალებული შეიარაღება, დიდი ეკონომიკური კრიზისი, გარემოს მონიტორინგის საშუალებათა შეზღუდულობა );
  • ასახელებს მდგრადი განვითარების მიღწევის პირველ რეალურ სტრატეგიებს (მაგ., ბრუტლანდის კომისია, „რომის კლუბი“, გაეროს გარემოსდაცვითი კონფერენციები - სტოკჰოლმის, რიო-დეჟანეიროს, იოჰანესბურგის);
  • მოიპოვებს ინფორმაციას გამორჩეულ პიროვნებებზე, რომლებმაც განსკუთრებული როლი შეასრულეს გარემოს გლობალური ცვლილების გამოვლენასა და კრიზისიდან გამოსვლის გზების დასახვაში;
  • ასახელებს განვითარების კონცეფციებს (მაგ., ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანური, მდგრადი განვითარების) და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას მათ შესახებ;
  • მსჯელობს გარემოსდაცვითი მოძრაობების წარმოშობისა და განვითარების ისტორიის შესახებ.

რესურსები