არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII. 6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მდგრადი განვითარების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზე.

 

ინდიკატორები

  • მოიპოვებს ინფორმაციას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წარმატებული მაგალითების შესახებ (როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში) და ამზადებს პრეზენტაციას;
  • აკეთებს ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემის იდენტიფიცირებას და აანალიზებს პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას ცნობილი საერთაშორისო (მაგ., გრინფისი, დედამიწის მეგობრები, ევროპული ეკო–ფორუმი) და ადგილობრივი გარემოსდაცვითი მოძრაობების შესახებ  და მიმოიხილავს მათ საქმიანობას;
  • მსჯელობს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის შესახებ; მიმოიხილავს თბილისის დეკლარაციის ძირითად საკითხებს და გამოთქვამს  მოსაზრებას  გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის შესაძლო გზებზე და აყალიბებს საკუთარ  დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ;
  • მიმოიხილავს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროფესიებს, სადაც გამოყენებულია მდგრადი განვითარების პრინციპები; აანალიზებს, თუ როგორ დაეხმარება ამ პროფესიების დაუფლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა;  წერს თემას: „მე რომ ვიყო...“.

რესურსები