არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასია­თოს ქართული მუსიკალური ფოლკლო­რი.   

ინდიკატორები

  • სმენით განასხვავებს საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიული რეგიონის სიმღერას;
  • საუბრობს ფოლკლორული ნიმუშის წარმომავლობაზე, ჟანრულ თავისებურებებზე;
  • ერკვევა ქართული და საქართველოში გავრცელებული საკრავების ჯგუფებში, იცნობს საკრავის თანხლებით მღერასა და საკრავიერი ანსამბლის ტრადიციულ ფორმებს;
  • ერკვევა საფერხულო-საცეკვაო შესრულების  სხვადასხვა ტიპში (სწორხაზოვანი, წრიული, ნახევარწრიული, ორსართულიანი);
  • განასხვავებს ქალთა, მამაკაცთა და შერეული შესრულების მაგალითებს;
  • განიხილავს ხალხური სიმღერის შესრულების ფორმებს (შესრულების ტრადიციული ფორმები (ზედა ხმებში თითო სოლისტი, ბანების ჯგუფი, ერთი დამწყები, ორპირული შესრულების ფორმები.
  • ასხვავებს ერთპირულ, ორპირულ და სამპირულ სიმღერებს;
  • ასხვავებს ფოლკლორული ანსამბლის ტიპებს (გუნდი, სოლისტი და გუნდი, ორი სოლისტი და გუნდი, ორი გუნდი, ორი სოლისტი და ორი გუნდი, ტრიო, ტრიო და გუნდი);
  • განსაზღვრავს მოცემული ნიმუშის შესრულების ხასიათს.

რესურსები