არჩ.ფოლკ.ანს. X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეფლობს ფოლკლორული ნაწარმოების დასწავლისა და შესრულების  ხერხებს.

ინდიკატორები

  • სწავლობს სიმღერას აუდიო ჩანაწერის მიხედვით, მასწავლებლის ხმიდან, სანოტო ჩანაწერის მიხედვით;
  • ამოიცნობს განმეორებად და არაგანმეორებად ფრაგმენტებს; აღიქვამს ხმათა რაოდენობას სიმღერაში; პოულობს საყრდენ ტონს;
  • ერკვევა მუსიკალურ-პოეტურ ფრაზებში, ვერბალური ტექსტის შინაარსში;
  • შეუძლია ჩადგეს ფერხულში, იცეკვოს;
  • სწორად ანაწილებს სუნთქვას, თავისუფლად მოძრაობს, ჰყვება საფერხულო და საცეკვაო რიტმს;
  • სხვადასხვა ფოლკლორული ნიმუშის შესრულებისას იცავს ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელ კოლორიტს, შესრულების მანერას;
  • ეთნოგრაფიული კონტექსტის თანახმად უწყობს ერთმანეთს კონკრეტული სიმღერის შერულების მანერასა და ხასიათს;
  • ახერხებს იმპროვიზაციას მუსიცირების პროცესში;
  • სიმღერის ხასიათისა და ეთნოგრაფიული კუთხის მიხედვით, ჯგუფთან ერთად, ფოლკლორულ ნიმუშს უხამებს ცეკვას, ფერხულს, დეკლამაციას;
  • სიმღერის პროცესის წარმართვისას განსაზღვრავს ტემპს, გრძნობს სიმღერის დინამიკის აღმასვლას, განსაზღვრავს დასრულების მომენტს;
  • ახერხებს შებანებას, შეუწყობს I-II ხმას;
  • მღერის ჩანაწერთან ან მეგობრებთან ერთად უნისონურ, ორხმიან და სამხმიან სიმღერებს;
  • ავლენს შემოქმედებით უნარს, იმპროვიზირებს ტექსტში, მოძრაობაში, ჰანგში.

რესურსები