არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს სახელმწიფოს როლი საბაზრო ეკონომიკაში. 

ინდიკატორები

  • აანალიზებს სახელმწიფოს, როგორც კერძო საკუთრების უფლების განმსაზღვრელისა და დამცავის როლს;
  • ხსნის იმ მიზეზებს, რომელთა გამო ბაზარს არ შეუძლია რესურსების ეფექტიანად განაწილება: (1) არასათანადოდ არის განსაზღვრული და დაცული საკუთრების უფლება; (2) გარეგანი ეფექტები, რომლებიც მრავალ ადამიანზე მოქმედებს, უკავშირდება კონკრეტული პროდუქტის წარმოებას ან მოხმარებას და (3) ბაზრები არასაკმარისად კონკურენტულია;
  • ხსნის გარემოს დაბინძურების, ვაქცინაციის, სამედიცინო გამოკვლევების საკითხებში სახელმწიფოს მონაწილეობის მიზეზებს და შეუძლია განსაზღვროს ამ საკითხებში სახელმწიფო როლი;
  • ხსნის, რატომ არსებობს წყლის ან ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელი;
  • აღწერს სახელმწიფო დახმარების 2-3 პროგრამას და სახელმწიფოს მიერ მათი  განხორციელების მიზეზებს. განსაზღვრავს მოსახლეობის ჯგუფებს, რომლებსაც ეკისრებათ პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯები და რომლებიც იღებენ სარგებელს;
  • მსჯელობს საქართველოს ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესახებ.

რესურსები