არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს უმუშევრობის გავლენა ცალკეულ ადამიანსა და   ქვეყანაზე. 

ინდიკატორები

  • განიხილავს უმუშევრობის შედეგებს ინდივიდის და ქვეყნის მასშტაბით; ჩამოთვლის უმუშევართა სოციალური დაცვის მისეულ გზებს;
  • აკავშირებს უმუშევრობის დონეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სხვა ძირითად მაჩვენებლებთან და ადარებს სხვა მსგავსი (მოსახლეობის რაოდენობის მხრივ) ქვეყნების მონა­ცემებს;
  • აღწერს ეკონომიკური წრებრუნვის მოდელსა და მისი აქტორების როლს;
  • აანალიზებს უმუშევრობის ზიანს როგორც ცალკეული  ინდივიდების, ისე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით;
  • ასაბუთებს, როგორ ამცირებს ინფლაცია ქვეყანაში ცხოვრების დონის ზრდის ტემპს (მინიშნება: ინდივიდები და ორგანიზაციები ხარჯავენ რესურსებს, რათა თავი დაიცვან მომავალი ფასების გამო შექმნილი გაურკვევლობისგან);
  • ერთმანეთს  ადარებს მიმდინარე წლისა და 2000 წლის სამომხმარებლო კალათის ფასებს და ხსნის როგორ ამცირებს ინფლაცია იმ მომხმარებელთა მსყიდველობით უნარს, რომელთა შემოსავალი უცვლელია ან ინფლაციის ტემპებზე ნელა იზრდება;
  • ასახელებს უმუშევრობის სახეთა მაგალითებს, ხსნის მათ შორის განსხვავებას და ასაბუთებს რომელ ფორმას მოაქვს ყველაზე მეტი ზიანი ეკონომიკისათვის;
  • ხსნის, როგორ ზრდის მოსალოდნელი ინფლაცია საპროცენტო სარგებელს;
  • აანალიზებს ინფლაციის დანახარჯებს სხვადასხვა ჯგუფისთვის.

რესურსები