არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ახსნას საზოგადოებრივი ინსტიტუტების როლი საბაზრო ეკონომიკაში. 

ინდიკატორები

  • ხსნის როგორ უწყობს ხელს საბაზრო ეკონომიკაში საზოგადოებრივი ინსტიტუტები (ბანკები, პროფესიული კავშირები, არაკომერციული ორგანიზაციები) კერძო და იურიდიული პირების მიერ საკუთარი მიზნების მიღწევას;
  • აღწერს როგორ უწყობს ხელს საკუთრების უფლება, ხელშეკრულებების პირობების დაცვა, საზომი სტანდარტები და პასუხისმგებლობის ნორმები საქონლისა თუ მომსახურების წარმოებას, ვაჭრობას;
  • გაითამაშებს კონსულტანტს, რომელიც  კლიენტებს დასაბუთებულად არწმუნებს კონკრეტულ წამოწყებაში ინვესტირების სარგებლიანობაში;
  • ხსნის რატომ იღებენ გამსესხებლები საპროცენტო სარგებელს მსესხებლებისაგან;
  • ასაბუთებს, რატომ არსებობს განსხვავება საპროცენტო სარგებელს შორის: ახალი და ძველი მანქანის სესხისთვის, 15-წლიანი და 30-წლიანი ანაბრისთვის, მაღალი კრედიტუნარიანობისა და დაბალი კრედიტუნარიანობის მქონეთათვის.

რესურსები