არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  შეაფასოს საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. 

ინდიკატორები

  • ასახელებს ქვეყნის  ეკონომიკური განვითარების ძირითად მაჩვენებლებს (მაგ: მთლიანი ეროვნული და შიდა პროდუქტი, ეკონომიკის ზრდის ტემპი, სამომხმარებლო კალათის ოდენობა, სიღარიბის და უმუშევრობის დონე, ჰუმანური განვითარების ინ­დექსი); ადარებს საქართველოს სხვა მსგავსი (მოსახლეობის რაოდენობის მხრივ) ქვეყნების მონა­ცემებს;
  • განიხილავს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს და აფა­სებს შესაბამისი სახელმწიფოების გავლენას საქართველოსა და ამ ქვეყნების ეკონომი­კურ ურთიერთობაზე;
  • ირჩევს საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის რომელიმე სფეროს და მსჯელობს მისი განვითარებისათვის საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე; ჩამოთვლის ამ მხრივ პრიორიტეტულ სახელმწიფოებს, რეგიონებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
  • აღწერს თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს ძლიერების კრიტერიუმებს და მათ შესაბამისად აფასებს საქართველოს მდგომარეობას; თანაკლაასელებთან ერთად გა­ნიხილავს მიღებულ შედეგებს და მათი შეფასებების გათვალისწინებით წერს ესეს საქართველოსა და გარესამყაროს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

რესურსები