არჩ.ასტ.XII.12.

XI კლასი, XII კლასი

ვარსკვლავთა აგებულებისა და ევოლუციის განხილვისას

ინდიკატორები

  • დაახასიათოს ვარსკვლავთა ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები და მათი ცვლილების ფარგლები;
  • აღწეროს ვარსკვლავთა სპექტრები  და მათი კავშირი ტემპერატურასთან;
  • განმარტოს ხილული და აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდეები და ახსნას, რა ინფორმაციას შეიცავენ ისინი;
  • აღწეროს ვარსკვლავების წარმოშობის პროცესი;
  • ახსნას ვარსკვლავებში ენერგიის გენერაციის მექანიზმი, თერმობირთვული რეაქციების ციკლები;
  • იმსჯელოს ვარსკვლავის პარამეტრთა ცვლაზე მისი ევოლუციის დროს;
  • განმარტოს სპექტრი-ნათობის დიაგრამის არსი;
  • დაასახელოს და აღწეროს ცვალებად ვარსკვლავთა ტიპები (ცეფეიდები, ახლები, ზეახლები);
  • აღწეროს ვარსკვლავთა ევოლუციის ბოლო სტადია, გრავიტაციული კოლაფსი, ზეახლის აფეთქება;
  • დაახასიათოს კომპაქტური ობიექტების – თეთრი ჯუჯების, ნეიტრონული ვარსკვლავების და შავი ხვრელების – წარმოშობის პროცესი და მათი თვისებები.

რესურსები