არჩ.ასტ.XII.11.

XI კლასი, XII კლასი

მზის სისტემის სხეულთა აგებულებასა და განვითარებაზე მსჯელობისას

ინდიკატორები

  • ახსნას, თუ როგორია და რა მეთოდით ისაზღვრება დედამიწის ფორმა და სიდიდე;
  • დაახასიათოს მთვარის აგებულება და მოძრაობა, მისი ევოლუცია;
  • დაახასიათოს ცალ-ცალკე დედამიწის ჯგუფის პლანეტების: მერკურის, ვენერას, დედამიწის და მარსის ფიზიკური და ორბიტული მახასიათებლები, მათი გეოლოგიური ისტორია;
  • დაახასიათოს გიგანტი პლანეტების ფიზიკური და ორბიტული მახასიათებლები, წარმოდგენები მათ ევოლუციაზე;
  • დაახასიათოს პლანეტათა რგოლები და არსებული წარმოდგენები მათ წარმოშობასა და დინამიკაზე;
  • დაახასიათოს მზის სისტემის მცირე სხეულთა: კომეტების, მეტეორიტების, მეტეორული სხეულების ძირითადი თვისებები და წარმოდგენები მათი წარმოშობის შესახებ;
  • ახსნას, თუ რატომ არსებობს ყოველწლიური და არაყოველწლიური მეტეორული წვიმები;
  • დაახასიათოს დედამიწაზე ვარდნილი მეტეორიტების ქიმიური შემადგენლობა, მასები, ასევე ვარდნის სიხშირე და შედეგები;
  • აღწეროს მზის სიდიდე, ბრუნვა, შედგენილობა, შრეები და ენერგიის წყარო;
  • აღწეროს მზის, ქარის მოვლენა, აქტიურობის ციკლი და ფორმები და  მზის, ქარის  გავლენა დედამიწაზე.

რესურსები