არჩ.ასტ. XI/XII.9.

XI კლასი, XII კლასი

დროის აღრიცხვისა და კალენდრების არსზე მსჯელობისას

ინდიკატორები

  • განმარტოს და განასხვაოს დროის ძირითად ეტალონთა (დღე, ღამე, თვე, წელიწადი) სახეობანი;
  • ახსნას დღის ხანგრძლივობის და მზის დღეღამური ორბიტის ძირითად მახასიათებელთა წლიური ცვალებადობის მიზეზები და ხასიათი;
  • ახსნას წლიურ სეზონთა მონაცვლეობის ჭეშმარიტი მიზეზები და ამ მოვლენაში დედამიწის ღერძის მისივე ორბიტის სიბრტყისადმი დახრის წვლილი;
  • სწორად განმარტოს მზებუდობებისა და ბუნიობების ცნებები და სხვადასხვა თარიღზე მათი მოხვედრის შესაძლებლობის მიზეზი;
  • დაახასიათოს დედამიწის ღერძის რხევა და ბრუნვის პერიოდის ცვალებადობა;
  • ახსნას კლიმატურ სარტყელთა საზღვრების კავშირი პლანეტის ბრუნვის ღერძის ორიენტაციასთან;
  • დაახასიათოს ადგილობრივი და მსოფლიო დრო, მათი გამოყენების მიზანშეწონილობა და ზოლური დროის პრინციპი;
  • ახსნას რეალური შუადღის სხვადასხვა საათზე დადგომის მიზეზები;
  • დაახასიათოს მთვარის და მთვარე-მზისიერი კალენდრების არსი და მათი ხარვეზები;
  • დაახასიათოს იულიუსის კალენდრის შემოღების აუცილებლობა და მისი ძირითადი სტრუქტურა;
  • დაახასიათოს გრიგორიუსის რეფორმის აუცილებლობა და მისი მთავარი შესწორებანი.
  • გადაიყვანოს მოვლენათა თარიღები ძველიდან ახალ სტილში და პირიქით სხვადასხვა ეპოქაში;
  • აჩვენოს ახალი სტილის შესაბამისობა ბუნებრივ მოვლენებთან.

რესურსები