არჩ.ასტ. XI/XII.8.

XI კლასი, XII კლასი

ციურ სხეულთა ჭეშმარიტი მოძრაობებისა და მათი შედეგების განმარტებისას  

ინდიკატორები

  • აღწეროს და ახსნას მთვარის ფაზების მონაცვლეობა;
  • განმარტოს სინოდურ და სიდერულ თვეებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობის მიზეზი;
  • აჩვენოს სამყაროს გეოცენტრული და გეოჰელიოცენტრული მოდელების ხარვეზები ჰელიოცენტრულ მოდელთან შედარებით;
  • განმარტოს პლანეტების ძირითადი კონფიგურაციები და დაუკავშიროს ისინი პლანეტათა ხილვადობებს;
  • ახსნას მზის ზოდიაქური ხილული მოძრაობის მიზეზი და მისი სხვადასხვაობა სხვა პლანეტებიდან დაკვირვებისას;
  • ჩამოაყალიბოს კეპლერის სამი კანონი და განმარტოს მათი მნიშვნელობა ასტრონომიაში.
  • ახსნას ციურ სხეულებამდე მანძილების განსაზღვრის ხერხები;
  • ახსნას, რატომ ხდება მზისა და მთვარის დაბნელებები, აღწეროს მათი მიმდინარეობა, სიხშირე, სახეობანი და მნიშვნელობა ქრონოლოგიისთვის.  

რესურსები