არჩ.ასტ. XI/XII.7.

XI კლასი, XII კლასი

ციურ სხეულთა ხილული მოძრაობებისა და ცის სფეროს მათემატიკურ მოდელზე მსჯელობისას 

ინდიკატორები

  • დაახასიათოს ვარსკვლავიერი ცის დღეღამური ბრუნვის პარამეტრები;
  • მიუთითოს მზის, მთვარის, პლანეტების დღეღამურ ბრუნვათა განსაკუთრებულობები;
  • განასხვაოს და დაახასიათოს ცის დღეღამური ბრუნვა დედამიწის სხვადასხვა არეში;
  • განასხვაოს ცის სფეროს პარამეტრთა მნიშვნელობანი სხვადასხვა ციურ სხეულებზე მყოფი დამკვირვებლებისათვის;
  • აღწეროს თანავარსკვლავედების ხილვადობის წლიური ცვლილებები;
  • დაახასიათოს ცაზე თანავარსკვლავედების მიმართ მზის ხილვადი მოძრაობა;
  • განმარტოს ცაზე მნათობების დღეღამური ორბიტების ძირითადი წერტილები;
  • მოახდინოს ვარსკვლავთა დაყოფა ამოსვლადობის მიხედვით;
  • ახსნას სხვადასხვა განედზე დედამიწის ღერძის ორიენტაციის სხვადასხვაობა ჰორიზონტის მიმართ.

რესურსები