არჩ.ამერ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  აშშ–ის მოსახლეობის მახასიათებლების კვლევა.

ინდიკატორები

  • განმარტავს  აშშ–ის მოსახლეობის მრავალკულტურული შემადგენლობის მიზეზებს;
  • გამოთქვამს მოსაზრებას აშშ–ში მიგრაციის მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები (მაგ. ბუნებრივი პირობები, რელიგიური და სოციალური კატაკლიზმები და ა.შ.);
  • განსაზღვრავს  იმიგრაციის მნიშვნელობას აშშ–ის თანამედროვე ზესახელმწიფოდ ფორმირების პროცესში;
  • ახასიათებს  აშშ–ის მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას და აფასებს  მის ერთიან ამერიკელ ერად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

რესურსები