არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.9.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს ქართველი ხალხის სულიერ  კულტურაზე და მის ცალკეული ელემენტებზე.

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის ხალხური სპორტისა და თამაშობების სახეობებს;
  • მსჯელობს ხალხური სპორტისა და თამაშობების მნიშვნელობაზე წვრთნის, აღზრდისა და სოციალიზაციის საქმეში;
  • იცნობს ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, მის ადგილსა და ფუნქციას ყოფაში;
  • არჩევს მითოლოგიურ გადმოცემებს და მსჯელობს მათ შინაარსსა და ფუნქციებზე;
  • მსჯელობს ქრისტიანობამდელ რწმენა-წარმოდგენებზე;
  • იცნობს ქართულ ხალხურ მუსიკალურ კულტურას;
  • იცნობს ხალხურ დღესასწაულებს, მათ ფუნქციებსა და სარიტუალო პრაქტიკას; 
  • ადარებს ტრადიციულ ხალხურ დღესასწაულებს დღეს არსებულს და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებებზე;
  • ეთნოგრაფიული მეთოდის გამოყენებით აკვირდება საერო თუ რელიგიურ დღესასწაულს, აგროვებს მასალას და შემდეგ აანალიზებს მას შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით.

რესურსები