არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს ქართველი ხალხის სოციო-ნორმატიული კულტურის შესახებ.

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოს მთიანეთის ჩვეულებითი სამართლის საკითხებზე და საქმის წარმოების თავისებურებებზე;
  • შეუძლია წარმოადგინოს ინსცენირება და საკუთარი წარმოსახვით დაწეროს თემა სამართალწარმოების შესახებ ტრადიციულ საზოგადოებაში;
  • იხსენებს ქართველ მთიელთა სამართლის შესახებ არსებულ ლიტერატურულ თხზულებებს;
  • იცნობს საქორწინო ტრადიციებს და მათ სპეციფიკას;
  • მსჯელობს ნიშნობისა და ოჯახების დასაახლოებლად ჩასატარებელი სხვა რიტუალების მნიშვნელობაზე. პარალელებს ავლებს თანამედროვე ქორწილებთან;
  • იცნობს ნათესაობის ტრადიცულ სისტემას/იცნობს ხელოვნური დანათესავების ფორმებს;
  • იცნობს საოჯახო ყოფის ტრადიციულ ფორმებს;
  • ანსხვავებს ოჯახის ტიპებს. მსჯელობს ოჯახის ცალკეული წევრის როლსა და ფუნქციაზე. პარალელებს ავლებს თანამედროვე ყოფასთან;
  • იცნობს ბავშვის აღზრდისა და სოციალიზაციის ტრადიციულ ფორმებს. მსჯელობს ბავშვისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე;
  • იცნობს დაკრძალვის წესებს. მსჯელობს დაკრძალვის რიტუალის რელიგიურ და სოციალურ ელემენტებზე;
  • განასხვავებს სუფრების ორგანიზების ფორმებსა და შესაბამის ეტიკეტს;
  • იხსენებს ლიტერატურულ თხზულებებს, რომლებშიც ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციაა ასახული;
  • იცნობს ურთიერთდახმარების, სოლიდარობის ტრადიციულ ფორმებს და განიხილავს მათ საზოგადოების ფუნქციონირების კონტექსტში.

 

რესურსები