არჩ. საქ. ეთნ. X/XI/XII.11.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე ახერხებს ეთნოგრაფიული მასალის თანამედროვე რეალობასთან ადაპტირებას.

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოს ეთნოგრაფიული რეალობის გაცნობის მნიშვნელობაზე და პარალელებს ავლებს თანამედროვე და ტრადიციულ ყოფას შორის;
  • ამა თუ იმ ტრადიციას განიხილავს თანამედროვეობის კონტექსტში;
  • მსჯელობს მისი შესაძლო გააქტიურების პერსპექტივებზე;
  • კრიტიკულად მსჯელობს ამა თუ იმ კონკრეტულ ტრადიციაზე;
  • მოსწავლე მსჯელობს ზოგადად ქართველთა ქცევის წესების ტრადიციულ ფორმებზე;
  • იცნობს ტრადიციულ ყოფაში არსებულ ემპირულ ცოდნას ეკოლოგიულ საკითხებთან დაკავშირებით. პარალელებს ავლებს თანამედროვე ვითარებასთან;
  • ხედავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოსახლეობის ქცევასა და ბუნებრივ კატასტროფებს შორის.  

 

 

 

რესურსები