არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X/XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იკვლევს სამხედრო ისტორიულ მოვლენებს.

ინდიკატორები

  • განასხვავებს პირველად და მეორად წყაროებს;
  • შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ერთი და იმავე სამხედრო ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები;
  • შეუძლია სამხედრო ისტორიასთან დაკავშირებული ისტორიული თემის დაწერა;
  • მსჯელობს სხვადასხვა სამხედრო-ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი ისტორიული მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში;
  • ადარებს კონკრეტულ სამხედრო-ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
  • ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.

 

რესურსები