არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს სამხედრო ხელოვნების ისტორიის სპეციფიკის შესახებ.

ინდიკატორები

  • აყალიბებს სამხედრო ისტორიის საგნის მიზნებსა და ამოცანებს;
  • ფლობს სამხედრო ისტორიის ამსახველ ძირითად ცნებებსა და ტერმინებს;
  • ფლობს ეროვნული თავდაცვის ამსახველ ძირითად ცნებებსა და ტერმინებს.
  • არჩ. ქართ.სამხ. ხელ. ისტ. X-XII.2. მოსწავლე იკვლევს სამხედრო ისტორიულ მოვლენებს
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განასხვავებს პირველად და მეორად წყაროებს;
  • შეუძლია გააანალიზოს და შეაფასოს ერთი და იმავე სამხედრო ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები;
  • შეუძლია სამხედრო ისტორიასთან დაკავშირებული ისტორიული თემის დაწერა;
  • მსჯელობს სხვადასხვა სამხედრო-ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი ისტორიული მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში;
  • ადარებს კონკრეტულ სამხედრო-ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორ (ან სამ) განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული ან თანამედროვე მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
  • ანსხვავებს  ფაქტს ინტერპრეტაციისაგან.

 

რესურსები