არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.14

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს აქვს წარმოდგენა თანამედროვე საფრთხეებსა და მათ გავლენებზე  საქართველოს მიმართ; იცნობს უსაფრთხოების საეთაშორისო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.

ინდიკატორები

  • აქვს ზოგადი წარმოდგენა როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო საფრთხეებზე;
  • მსჯელობს  საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტების შესახებ (ნატო. ეუთო, გაერო, ევროკავშირი);
  • მოსწავლე მსჯელობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო უსაფრთხოებას;
  • მსჯელობს საქართველოს თავდაცვის მიზნით ქვეყნის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • იცნობს და ჩამოთვლის აპრობირებულ საერთაშორისო სამხედრო სამართლის ნორმებს, პრინციპებსა და „სამართლიანი ომის“ წარმოების წესებს;
  • მსჯელობს და აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას საერთაშორისო კრიზისების მოგვარების თანამედროვე ხერხებსა და ქართველების ჩართულობის შესახებ საერთაშორისო მისიებში.

 

რესურსები