არჩ. სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII.11

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მსოფლიოსა და საქართველოში წარმოებულ ტიპურ და მნიშვნელოვან ბრძოლებზე.

ინდიკატორები

  • აყალიბებს ბრძოლის აღწერის პრინციპებს;
  • ასახელებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ომების გამომწვევ მიზეზებს;
  • მსოფლიო ისტორიიდან ასახელებს საეტაპო მნიშვნელობის ბრძოლებს;
  • საქართველოს ისტორიიდან ასახელებს ტიპურ და საეტაპო მნიშვნელობის ბრძოლებს;
  • მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიიდან ირჩევს რომელიმე ბრძოლას (მაგ.: დიდგორი, აუსტერლიცი); მსჯელობს მისი მიმდინარეობისას როგორც ქართველების, ისე უცხოელების მიერ გამოყენებულ სტრატეგიასა და ტაქტიკაზე;
  • აფასებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და თანამედროვეობაში მოწინააღმდეგე ძალების სამხედრო შესაძლებლობებს;
  • განასხვავებს ბრძოლის წარმოების წესებს ეპოქების მიხედვით;
  • მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და თანამედროვეობაში ტყვეებისა და დაჭრილების მიმართ დამოკიდებულებაზე, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

რესურსები