არჩ. სახ. სამ. XI/XII. 9.

XI კლასი, XII კლასი

ჩამოთვლის და ახასიათებს თვითმმართველობის ორგანოებისა და პოლიტიკური პარტიების ფუნქციებსა და მუშაობის  პრინციპებს.

ინდიკატორები

  • მსჯელობს დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში თვითმმართველობის მნიშვნელობაზე;
  • განმარტავს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპებს;
  • განსაზღვრავს მოქალაქესა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის პრინციპებს;
  • განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციის არსს; მსჯელობს მის სამართლებრივ საფუძვლებზე; მსჯელობს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის მათ გავლენაზე;
  • განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიის არსსა და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის;
  • მსჯელობს დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში მრავალპარტიული სისტემის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე;
  • განასხვავებს პოლიტიკურ პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციისგან;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს სკოლის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და მათ შედეგებს; ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ, რომლებსაც სათანადო ფორმით წარუდგენს შესაბამის კომპეტენტურ პირს ან ორგანოს.

რესურსები