არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 8.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტექსტებში მითოლოგიური სიმბოლოების ამოცნობა და მათი ფუნქციის გააზრება . 

ინდიკატორები

  • ამოიცნობს სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორულ და ლიტერატურულ ტექსტებში მითოლოგიურ სიმბოლოებს და გაიაზრებს მათ, როგორც ყოველი კულტურის უნივერსალურ-ლოკალურ ენას;
  • განსაზღვრავს მითოლოგიური სიმბოლოების (მითოლოგემების) ფუნქციას, გაიაზრებს მათს მრავალსემანტიკურობას;
  • გაიაზრებს მითოლოგიურ სიმბოლოებს (მითოლოგემებს) სისტემურ ერთიანობაში;
  • ამოიცნობს და აანალიზებს ფოლკლორულ ტექსტებში უნივერსალურ და ლოკალურ მითოლოგემებსა და სიუჟეტებს (მაგ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანდრეზების მასალაზე დაყრდნობით);
  • განასხვავებს ჭეშმარიტ ტრადიციულ სიმბოლოებს ხელოვნურად შექმნილი ფსევდო-სიმბოლოებისგან. 

რესურსები