არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 7.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორულ ტექსტებში ეროვნული და უნივერსალური მოტივების / სიუჟეტების ამოცნობა, ქართული ფოლკლორის ნიმუშების გააზრება მსოფლიოს ფოლკლორული შემოქმედების კონტექსტში. 

ინდიკატორები

  • აკვირდება და მსჯელობს სხვადასხვა ჟანრის ქართული და არაქართული ფოლკლორული ნაწარმოებების მოტივებზე; შედარებითი ანალიზის საფუძველზე ადგენს მათ შორის მსგავსება-განსხვავებას;
  • ამოიცნობს ფოლკლორული შემოქმედების ყოველ ჟანრში ეროვნულისა და უნივერსალურის წილს მოტივების სახით; მსჯელობს მათს მიმართებასა და თანაშეფარდებაზე;
  • მსჯელობს ეროვნულისა და უნივერსალურის წილის თაობაზე ფოლკლორში კონკრეტული ტექსტებისა და თემების მოხმობით და მათ საფუძველზე;
  • აკვირდება სიუჟეტის განვითარებას სხვადასხვა ჟანრის ქართულ და არაქართულ ფოლკლორულ ტექსტებში; ერთმანეთს უდარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ქართულ და არაქართულ მითოლოგიურ სიუჟეტებს; შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად ადგენს და იყენებს სიუჟეტურ სქემებს;
  • გაიაზრებს საერთო მოტივებისა და სიუჟეტების მოარულობის მასშტაბს და მსჯელობს საერთო მოტივებისა და მოარული სიუჟტების გავრცელების გზების შესახებ;
  • ადარებს და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორში ასახულ ფასეულობებსა და შეხედულებებს.

რესურსები