არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მოხსენების / სასწავლო რეფერატის დაწერა დამოუკიდებლად მოძიებული მასალის შესახებ. 

ინდიკატორები

  • ამზადებს  მოხსენებას / სასწავლო რეფერატს  დამოუკიდებლად მოძიებული ფოლკლორის ნიმუშის/ნიმუშების (ზღაპრის, ლექსის, ლეგენდის, თქმულების, ანდაზების...) შესახებ;
  • ადგენს მოხსენების / სასწავლო რეფერატის გეგმას;
  • მოხსენებაზე / სასწავლო რეფერატზე მუშაობისას მოიძიებს და დაამუშავებს დამატებით მასალას; ამისთვის მიზნობრივად იყენებს სხვადასხვა რესურსსა და წყაროს (ბეჭდურ და ელექტრონულ საშუალებებს, მათ შორის საინფორმაციო-საცნობარო ხასიათისას, სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურას და სხვ.); მათი შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნები, გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს;
  • წერს ტექსტის პირველ ვარიანტს; ყურადღებას ამახვილებს ნაწერის როგორც შინაარსობრივ მხარეზე, ისე ენობრივ-სტილურ ელემენტებზე; 
  • დამოუკიდებლად (ან მასწავლებლის დახმარებით) დაამუშავებს მოხსენების / სასწავლო რეფერატის საბოლოო რედაქციას; გამართავს ნაწერს ქართული ენის სალიტერატურო ნორმების მიხედვით;
  • წარმოადგენს თავის ნაშრომს აუდიტორიის (თანაკლასელების, თანასკოლელების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ფოლკორული კონფერენციისა და სხვ.) წინაშე; კორექტულად იცავს მოხსენებაში / სასწავლო რეფერატში გამოთქმულ დებულებებს, საკუთარ თვალსაზრისს.

რესურსები