არჩ. დას. X/XI/XII. 7.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დასავლურ და ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში ასახული

ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება და გაანალიზება. 

ინდიკატორები

  • აკვირდება და მსჯელობს ამა თუ იმ ჟანრის ქართულ და დასავლურ ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე კონკრეტულ ტექსტებზე დაყრდნობით; შედარებითი ანალიზის საფუძველზე ადგენს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის. (მაგ., პიროვნულის თავისუფლებისა და ისტორიული აუცილებლობის კონცეპტების ურთერთმიმართების გასააზრებლად ერთმანეთს უდარებს ჯ. ბაირონის ”ოდას ნაპოლეონისადმი” და ნ. ბარათაშვილის ”ნაპოლეონს”);
  • აანალიზებს კონკრეტულ ტექსტებში გამოვლენილ ფასეულობებს შესაფერისი ეპოქის სოციალურ-საზოგადოებრივი, ისტორიული, კულტურული კონტექსტის / კონტექსტების გათვალისწინებით (მაგ., მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად აისახა ნაციონალური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა XIX-XX სს.-ის დასავლურსა და ქართულ ლიტერატურაში. ამ მიზნით ერთმანეთს უდარებს ა. მიცკევიჩის ”პან თადეუშსა” და ა. წერეთლის ”თორნიკე ერისთავს”);
  • აფასებს კონკრეტულ ტექსტში/ტექსტებში ასახული ფასეულობებსა და ღირებულებებს თანამედროვე ფასეულობებთან  მიმართებით (მაგ., წესრიგისა და თავისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემას იაზრებს იმგვარი ნაწარმოებების შედარებით, როგორებიცაა პ. მერიმეს \"მატეო ფალკონე” და ა. ყაზბეგის ”ხევისბერი გოჩა”). 

რესურსები