არჩ. დას. X/XI/XII. 5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურის შესახებ.

ინდიკატორები

  • სასწავლო რეფერატის დასაწერად ემზადება წინასწარ: შეადგენს რეფერატის გეგმას; დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს წყაროებს (ლიტერატურულ ტექსტებს), მოიძიებს სათანადო სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურას, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს: ბიბლიოთეკას, ინტერნეტს და ა.შ.;  
  • ახარისხებს მოძიებულ მასალას: გარკვეული კრიტერიუმის/კრიტერიუმების დაცვით ამოკრებს რეფერატისთვის საჭირო მასალას; მსჯელობისას იმოწმებს სამეცნიერო-კრიტიკულ ნაშრომებს, ეპიზოდებს ანალოგიური და/ან მსგავსი პრობლემის შემცველი ლიტერატურული ტექსტებიდან, ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს, სხვ.; 
  • წერს სასწავლო რეფერატის შავ ვარიანტს; წერისას ერთმანეთს უდარებს, აანალიზებს და აფასებს მოძიებულ მასალაში არსებულ სხვადასხვა მოსაზრებას, არგუმენტირებულად გამოთქვამს საკუთარ თვალსაზრისს; მსჯელობს თარგმანის ადეკვატურობისა და ხარისხის შესახებ (ამ მიზნით, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს უდარებს თარგმანსა და ორიგინალს - მთლიანად ან ნაწილობრივ); აყალიბებს  სათქმელს თანმიმდევრულად და ლოგიკურად;  იცავს ციტირების წესებს;
  • გადაამუშავებს შავად ნაწერს კრიტიკულად; რედაქტირებისას ასწორებს გრამატიკულ, სტილისტურ და სხვა სახის შეცდომებს. 

რესურსები