არჩ. დას. X/XI/XII. 3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ტრადიციული სტრუქტურის სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტების შეთხზვა შერჩეული  მოდელის მიხედვით. 

ინდიკატორები

  • წერს ამა თუ იმ ჟანრის, ტრადიციული სტრუქტურის  ლიტერატურულ ტექსტს (მოთხრობას, ნოველას, პიესას...) შერჩეული მოდელის მიხედვით, რისთვისაც იყენებს ამ მოდელის ადეკვატურ ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს;
  • ტექსტის შეთხზვისას მიჰყვება მხატვრული კონფლიქტის განვითარების ტრადიციულ სქემას, აგებს ტექსტს ტრადიციული სტრუქტურული ელემენტების (კვანძის შეკვრა, მოქმედების გავითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა...) დაცვით; 
  • ტექსტის შეთხზვისას იყენებს პირად და/ან ლიტერატურულ გამოცდილებას. 

რესურსები