არჩ. დას. X/XI/XII. 2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს XIX-XX სს.-ის დასავლური ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის ტექსტების სტრუქტურასა და მათ კომპოზიციურ მახასიათებლებზე. 

ინდიკატორები

  • ამოიცნობს XIX-XX საუკუნეების სხვადასხვა ჟანრის დასავლური ლიტერატურული ტექსტების  ორგანიზების თავისებურებებს და მსჯელობს მათ შესახებ;
  • ამოიცნობს და აანალიზებს XIX-XX საუკუნეების სხვადასხვა ჟანრის დასავლური ლიტერატურის ტექსტებში მხატვრული კონფლიქტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა...);
  • მსჯელობს XIX-XX საუკუნეების სხვადასხვა ჟანრის დასავლური ლიტერატურული ტექსტების კომპოზიციურ თავისებურებებზე მათი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) გათვალისწინებით. 

 

რესურსები