არჩ. დას. X/XI/XII. 1

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა საკითხზე; დასავლეთის ქვეყნების ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ამოცნობა და გაანალიზება მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ლიტერატურისა და ლიტერატურული ჟანრის ცნებების შესახებ;
  • მსჯელობს დასავლეთის ქვეყნების ლიტერატურის გენეზისის საკითხებზე; ლიტერატურის თეორიის გენეზისის საკითხებზე; მათ შორის, ანტიკურ ხანაში შექმნილი  ლიტერატურის თეორიების (ე.წ. პოეტიკების) შესახებ;
  • ამოიცნობს XIX-XX სს.-ის დასავლური ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ნიშნებს კონკრეტულ ტექსტებში და მსჯელობს მათ შესახებ. 

რესურსები