ჩამოთვლის ნაცნობ მუსიკალურ საკრავებს

ტიპური აქტივობები

მოსწავლეები გაიხსენებენ, რომელ საკრავებს იცნობენ, როგორ უკრავენ ამ საკრავებზე. მასწავლებელი სთხოვს სალამურზე, დოლზე, ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე დაკვრის იმიტირება მოახდინონ.

მასწავლებელი მოასმენინებს სალამურისა და დოლის ხმოვანებას. მოსწავლეები ამოიცნობენ საკრავებს ჟღერადობის მიხედვით და ამ საკრავებზე დაკვრის იმიტირებას ახდენენ.


რესურსები

მოსასმენი აპარატურა, აუდიო ჩანაწერი: დასაკრავი სალამურზე, დოლზე; 

სათამაშო მუსიკალური საკრავები.


შენიშვნა

შეიძლება მასწავლებელმა წინასწარ მოამზადოს მასალა იმ ზღაპრებიდან, რომლის პერსონაჟებიც სხვადასხვა საკრავზე უკრავენ (მაგალითად, „წიქარა“ – სალამური). ასეთი ასოციაცები უფრო აადვილებს დამახსოვრების პროცესს. ასევე  სასურველია ვიზუალური მასალის – მხატვრის ილუსტრაციების გამოყენება.