ბურთის სიტყვები

რესურსები

ბურთი ან რბილი სათამაშო.

 

აქტივობის აღწერა

ეს აქტივობა საკმაოდ პოპულარულია. ტრადიციულისაგან გან სხვავებით, მასში შეიძლება  სახალისო ელემენტის შეტანა. მაგალითად, მოსწავლეები დგებიან წრეში. ის, ვინც იწყებს თამაშს, ამბობს ნებისმიერ ასო-ბგერას და ესვრის ვინმეს ბურთს (რბილ სათამაშოს). ვინც ბურთს დაიჭერს, მან უნდა დაასახელოს სიტყვა ამ ასო-ბგერაზე, დაასახელოს შემდეგი ასო-ბგერა და ესროლოს ბურთი სხვას. ასე გაგრძელდება თამაში მანამ, სანამ ყველა მოსწავლესთან არ მივა ბურთი.

 

შეფასება

 შეფასდება მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარი, სისხარტე და ლექსიკური მარაგი.

 

მეთოდური მითითება

შეიძლება ამ აქტივობის მოდიფიცირება. ნაცვლად ასო-ბგერისა, მოსწავლეები ასახელებენ მარცვალს.