ასხვავებს და აჯგუფებს საკრავებს ბგერის მიღების წესის, მასალის მიხედვით

ტიპური აქტივობები

ა) მოსწავლეები მოისმენენ სამ ნაწარმოებს: ი. ს. ბახის ტოკატას და ფუგას ორგანისათვის, რე მინორი, ჟ. ფ. რამოს პიესას კლავესინისათვის “ქათამი”, ფ. შოპენის მაზურეკს, თხზ. 33 N2, რე მაჟორი. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ საკრავი, შემდეგ მასწავლებლის მიერ დაფაზე დაწერილ კომპოზიტორის გვარს და მის ნაწარმოებს ჩაწერენ შესაბამის გრაფაში.

მოსწავლეები ასწორებენ ცხრილში დაშვებულ შეცდომებს.


რესურსები

მოსასმენი  აპარატურა, აუდიო ჩანაწერი: ი. ს. ბახი –  ტოკატა და ფუგა ორგანისათვის, d-moll, ჟ. ფ. რამო – “ქათამი”,  ფ. შოპენი – მაზურეკი, თხზ. 33 N2 D-dur.