ასე ვამბობთ - ასე ვწერთ.

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა კომპლექსური სახისაა. იგი ემსახურება მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარებას, მართებულად მეტყველებისა და წერის უნარების გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

  • ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება;
  • მართებულად (ენობრივ-გრამატიკული ნორმების დაცვით) მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •  

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

ფურცლებზე დაბეჭდილი/ბარათებზე დაწერილი  ტექსტი, საწერი კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს მარტივ, მცირე ზომის ტექსტს (ფურცლებზე დაბეჭდილს/ბარათებზე დაწერილს), რომელშიც კოლოქვიალიზმის, ბარბარიზმის, დიალექტიზმის ნიმუშები იქნება მოცემული. ასევე, ტექსტში შეიძლება (ნაწილობრივ მაინც) გამოტოვებული იყოს სასვენი ნიშნები. მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ტექსტს, რომელსაც მოსწავლეები თვალს ადევნებენ.

მასწავლებლის დახმარებით და მსჯელობის მეშვეობით, მოსწავლეებმა უნდა მოახერხონ ტექსტის გამართვა სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით და დასვან სასვენი ნიშნები. აქტივობა დასრულდება შემაჯამებელი მსჯელობით.

აქტივობის ხანგრძლივობა: 12-15 წუთი.

 

შეფასება

ამგვარი აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • დიალექტიზმების, ბარბარიზმების და მისთ. ამოცნობა;
  • დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო ენობრივ-გრამატიკული საშუალებების და გრამატიკული ელემენტების სწორად გამოყენება.