აქტივობა 9. სამუშაოს მიმოხილვა
შესწავლის საგანი/მიზნები
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:
- მჟავა წვიმების წარმოშობის მიზეზები და მათი მოქმედების შედეგები;
- სამეცნიერო ტერმინოლოგიის მკაფიოდ და გასაგებად გამოყენება;
- საკუთარი მიღწევის შეფასება (თვითშეფასება).
რესურსები
- ფურცლები კითხვებით გარემოს დაცვის კონტროლის შესახებ თითოეული მოსწავლისთვის.
მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები
მასწავლებელი:
- დაურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს გარემოს დაცვის კონტროლის შესახებ და სთხოვს, შეამოწმონ თავიანთი ცოდნა;
- მოსწავლეებთან ერთად შეაჯერებს საკვანძო საკითხებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები:
- ერთმანეთისგან განასხვავებენ ეკოლოგიური მნიშვნელობის სხვადასხვა პროცესს.
რეკომენდაციები
- მდგრადი განვითარება ასევე განიხილება ბიოლოგიაში (მცენარეთა საკვები), ქიმიის სხვა საკითხების შესწავლისას (გამოყენებით ქიმია) და ფიზიკაში (ენერგია და ელექტრობა).
საკითხის შესწავლის დაწყებამდე სასარგებლო იქნება თუ მოსწავლეებს:
- ეცოდინებათ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგები, რაც დაკავშირებულია მათ წარმომქმნელ ქანებთან;
- ექნებათ სარეაქციო არის pH მახასიათებლის გაზომვის მიზნით ცდის ჩატარების გამოცდილება და ერთმანეთთან დააკავშირებენ ხსნარების მჟავიანობას და pH სკალას.