აქტივობა 7. ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის განსაზღვრა

მიზანი:

მოსწავლემ განივითაროს კვლევითი უნარები, განსაზღვროს ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა ექსპერიმენტის გზით.

 

რესურსები:

საშუალო ზომის რეზინის მრგვალი ბუშტი, სახაზავი; კალკულატორი.

 

შენიშვნა: აქტივობა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საშინაო დავალება.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი ურიგებს კლასს მცირე საინფორმაციო ტექსტს, სადაც აღწერილია თუ როგორ უნდა გაიზომოს ფოლტვის სასიცოცხლო ტევადობა. ტექსტს რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ექსპერიმენტის ჩატარების პროცედურა.

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს:

– წაიკითხონ და გაანალიზონ ტექსტი;
– გამოთქვან ვარაუდი იმის შესახებ, თუ როგორ არის დამოკიდებული ადამიანის ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა მის ასაკზე;
– ჩაატარონ აღწერილი ექსპერიმენტი სახლში;
– უპასუხონ თანდართულ კითხვებს;
– გააფორმონ ექსპერიმენტი ცდის ოქმის სახით;
– მოამზადონ მასალები საპრეზენტაციოდ.

 

2. ექსპერიმენტის შედეგების განხილვა უნდა მოხდეს კლასში, შემდეგ გაკვეთილზე.

(მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს ანალოგიური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება. მაგალითად: როგორ არის დამოკიდებული ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის მაჩვენებელი სქესზე

 

 

საინფორმაციო ტექსტი:

 

ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა

ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს 3,5–დან 6,5 სმ3–მდე, რაც დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის განსაზღვრისათვის ზომავენ იმ ჰაერის მოცულობას, რომელსაც ამოისუნთქავს ადამიანი, მაქსიმალურად ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. თუ ამოსუნთქულ ჰაერს მოაქცევ სფეროს ფორმის რეზინის ბუშტში, მაშინ ამ ჰაერის მოცულობის განსაზღვრა შეგიძლია ბუშტის (სფეროს) მოცულობის გამოთვლით, რომელიც ტოლია:

 

V = πD3/6

სადაც:

π (მუდმივა) =3,14;

D – გაბერილი ბუშტის დიამეტრი.

 

გამოთქვი და წერილობით დააფიქსირე ვარაუდი: როგორ არის დამოკიდებული ადამიანის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა მის ასაკზე?

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენი ვარაუდის შესამოწმებლად გამოთვალე სხვადასხვა ასაკის 5–6 ადამიანის ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა. კვლევის ობიექტად შეგიძლია გამოიყენო შენი თავი, ასევე – შეარჩიო მეგობარი, ოჯახის წევრები და სხვ.

 

ცდის აღწერა:

• აიღე საშუალო ზომის მრგვალი ბუშტი; მჭიდროდ მიიდე პირზე; ჩაისუნთქე, რაც შეიძლება ღრმად და შემდეგ გააკეთე ბუშტში მაქსიმალურად ღრმა ამოსუნთქვა;
• ბუშტის პირიდან მოუცილებლად შეასრულე კიდევ 4 ღრმა ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა;
• გაზომე გაბერილი ბუშტის დიამეტრი და გამოთვალე ბუშტში მოთავსებული ჰაერის მოცულობა ზემოთ მოცემული ფორმულის საშუალებით. მიღებული მოცულობა გაყავი ხუთზე. მიღებული შედეგი იქნება შენი ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა.
• გაიმეორე იგივე პროცედურა სხვა, შენს მიერ შერჩეულ კვლევის სხვა ობიექტებზე;
• შეადარე ერთმანეთს სხვადასხვა პირის სასიცოცხლო ტევადობა ცხრილის, გრაფიკის, დიაგრამის ან სხვა საშუალებით, გამოიტანე დასკვნა.
• გააფორმე შენი ექსპერიმენტი ცდის ოქმის სახით შემდეგი ნიმუშის მიხედვით:

ცდის ოქმი

 

• შეარჩიე პრეზენტაციის ფორმა და წარადგინე შენს მიერ მიღებული შედეგები.


ცდის ოქმის შევსებული ვარიანტი:

ცდის ოქმი - შევსებული ვარიანტი


 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

 

მოსწავლეები ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის, სასუნთქი ჰაერის, დამატებითი ჰაერის, სარეზერვო ჰაერის, ნარჩენი ჰაერის ცნებებს.

 

 

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

ანიმაციები, თამაშები, ტესტები სუნთქვის სისტემაზე

სასუნთქი სისტემის ვიდეო–მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=HiT621PrrO0
http://www.youtube.com/watch?v=hc1YtXc_84A

ვიდეოსასუნთქი სისტემის ფუნქციონირების, ფილტვებში გაზთა ცვლის შესახებ