აქტივობა 6. გაუარესდა თუ არა მდგომარეობა გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • როგორ ხორციელდება ჰაერისა და წყლის დაბინძურების მონიტორინგი და კონტროლი;
  • კითხვების ფორმულირება მათთვის საინტერესო თემის შესახებ;
  • ინფორმაციის მოძიება და მოპოვებული მასალის საფუძველზე ესეს დაწერა.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • მოიწვევს ეკოლოგიურ სფეროში მომუშავე პიროვნებებს, მაგ., ეკოლოგიის სფეროში მომუშავე სანიტარულ ექიმს, თავიანთი სამუშაოს შესახებ სასაუბროდ. სთხოვს მოსწავლეებს, მოამზადონ კითხვები, მაგ., როგორ ვრცელდება ინფორმაცია, რომ საყოველთაოდ გახდეს ცნობილი, რა ზომებს იღებენ, როდესაც გარემოს დაბინძურება მატულობს, ამ შეხვედრისათვის;
  • ავალებს მოსწავლეებს, შეაჯერონ ამ შეხვედრიდან და სხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციები და შეადგინონ საინფორმაციო ბიულეტენი იმის შესახებ, თუ რა კეთდება მათი უშუალო გარემოს, მაგ., ჰაერისა და წყლის ხარისხის, დაცვისათვის.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • აღწერენ, რა გზებით კონტროლდება ადგილობრივი გარემოს დაბინძურების ხარისხი;
  • განსაზღვრავენ დაბინძურების თავიდან აცილების გზებს;
  • დაწერენ ესეს მათ მიერ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მასალის დამუშავების საფუძველზე;
  • ნამუშევარს გააცნობენ თანაკლასელებს.

 

რეკომენდაციები

  • საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ორგანიზმი ანუ ინდიკატორი ორგანიზმები, მაგ., ლიქენები, თეთრი ვერხვი ფისის ლაქებით, მგრძნობიარე არიან ჰაერის მაღალი მჟავიანობის მიმართ. ეს უკანასკნელი შეიძლება შეგვხვდეს ქალაქის გარეუბნებშიც.