აქტივობა 5. როგორია მჟავა წვიმების მოქმედების ეფექტები და როგორ შევამციროთ ისინი?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • ორგანიზმებსა და მასალებზე მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფითი შედეგები;
  • მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზები;
  • მეორადი წყაროების გამოიყენება ინფორმაციის მოპოვებისათვის;
  • დაკვირვება, მონაცემების შეგროვება და დასკვნის გამოტანა.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • მოსწავლეებს ავალებს, საცნობარო მასალის გამოყენებით მოიპოვონ ინფორმაცია გარკვეული არეალის მცენარეებსა და ცხოველებზე მჟავა წვიმების მოქმედების შესახებ და მჟავა წვიმების წარმომშობი წყაროების შესახებ;
  • მოსწავლეებს ავალებს, მოიძიონ ინფორმაცია მჟავა წვიმების გამომწვევი გამონაბოლქვების შემცირების გზების, მაგ., კატალიზური გარდამქმნელების/კონვერტერების/ნეიტრალიზატორების, გოგირდის ფილტრების, შესახებ. შეაჯერონ ყველა მოპოვებული ინფორმაცია და წარმოადგინონ ეკრანზე ან საინფორმაციო ბარათების საშუალებით.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • დაახასიათებენ მჟავა წვიმების წარმომქმნელ წყაროებს და გარკვეული არეალის მცენარეებსა და ცხოველებზე მათი მოქმედების შედეგებს;
  • აღწერენ, როგორ შეიძლება მჟავა წვიმის გამომწვევი კონკრეტული წყაროდან გამონაბოლქვების შემცირება;
  • მოიძიებენ და დაამუშავებენ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას;
  • დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიტანენ სათანადო დასკვნას.

 

რეკომენდაციები

  • მჟავა წვიმების გამომწვევი მიზეზებსა და მოქმედების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება ინტერნეტიდან. მაგ.: მისამართზე http://www.epa.gov/acidrain/education/
  • მოსწავლეებმა შეიძლება გამოიყენონ ძლიერ განზავებული გოგირდმჟავა სალათის ფურცლებზე მჟავა წვიმების მოქმედების შედეგების გამოკვლევისათვის.