აქტივობა 4. რომელი ქიმიური რეაქციები გამოიყენება ენერგიის წყაროდ?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ შეიძლება სხვადასხვა ქიმიური რეაქციის გამოყენება ენერგიის წყაროდ;
  • როგორ შეიძლება ამ რეაქციების გამოყენება;
  • საკითხზე საუბრის ან წერისას შესაბამისი ტერმინების, ტოლობების, გამოთვლების ადეკვატურად გამოყენება.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • ავალებს მოსწავლეებს გამოიყენონ დამატებითი რესურსები და მოიძიონ ინფორმაცია ქიმიური რეაქციებიდან ენერგიის მიღების შესახებ, მაგ., საკვების ან ხელების გასათბობად მოგზაურებისა და ალპინისტების მიერ “ქიმიური გამათბობლების” გამოყენების შესახებ;
  • ავალებს მოსწავლეებს, მოიფიქრონ ენერგიის მიღების თვალსაზრისით ეფექტური და უსაფრთხო რეაგენტები და რეაქციების ტიპები და მათთან ერთად მსჯელობს ამ ნივთიერებებისა და რეაქციების შესახებ. ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა ნივთიერებას და ავალებს, გამოიკვლიონ სხვადასხვა რეაქციაში მათი მონაწილეობისას გამოყოფილი ენერგია. ამის შემდეგ ავალებს მოსწავლეებს, დაწერონ ტექნიკური მახასიათებლები “ქიმიური გამათბობლების” შესაქმნელად და გამათბობლის რეკლამის ტექსტი. ამ დავალებების შესრულებამდე მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ შეიძლება ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვაგვარად გამოყენება ამ ორი დავალების შესასრულებლად;
  • ეხმარება მოსწავლეებს გამათბობლის ტექნიკური მახასიათებლების და რეკლამის ტექსტების შედარებაში, მათ შორის ენობრივი/სტილისტური განსხვავებების გამოვლენასა და ახსნაში.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • აღწერენ ყოფაში ან წარმოებაში ზოგიერთი ქიმიური რეაქციის გამოყენების გზებს;
  • წერილობით, ობიექტურად და დამაჯერებლად აღწერენ და ახსნიან ენერგიის გამოყოფის/შთანთქმის თვალსაზრისით განსხვავებებს სხვადასხვა რეაქციას შორის.

 

რეკომენდაციები

  • მოსწავლეებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ენერგია გამოიყოფა ნებისმიერი რეაქციის შედეგად. ამის შეცდომის თავიდან ასაცილებლად მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ რომელიმე ენდოთერმული რეაქცია, მაგ., ნატრიუმის ჰიდროკარბონატის მოქმედება ლიმონმჟავასთან და დარწმუნდნენ, რომ ყველა რეაქცია არ არის ეკზოთერმული ანუ არ იძლევა ენერგიას.