აქტივობა: 4. როგორია მჟავა წვიმების მოქმედების ეფექტები და როგორ შევამციროთ ისინი?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • ქანებსა და სამშენებლო მასალებზე მჟავა წვიმების მოქმედების შედეგები;
  • რატომ იწვევს მჟავა წვიმები ზოგიერთი სამშენებლო ქვის დაშლას;
  • რომ მჟავა წვიმები იწვევს მეტალთა კოროზიას;
  • გარკვეული დროის განმავლობაში ყურადღების კონცენტრირება და დაკვირვება;
  • დაკვირვების შედეგების ჩაწერა და შეჯერება.

 

რესურსები

  • ქვიშაქვის ნიმუში;
  • ცარცი;
  • მარმარილოს ნატეხი;
  • თუთიის, ტყვიის და რკინის ნიმუშები;
  • გოგირდმჟავა.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ქიმიური ჭიქები, 100მლ, 250 მლ;
  • პიპეტები ან შპრიცები;
  • დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • მოსწავლეებს ურიგებს მათთვის ნაცნობი სახელის მქონე სხვადასხვა ქანის, მათ შორის, ქვიშაქვის, ზოგიერთი კარბონატის, მაგ.: ცარცის, მარმარილოს და მეტალების, მაგ.: თუთიის, რკინის, ტყვიის ნიმუშებს, აგრეთვე ძალიან განზავებული გოგირდმჟავას ხსნარს (მჟავა წვიმის ნიმუშად) და ავალებს, გამოიკვლიონ მჟავას მოქმედება მასალებზე. გამოთქვან ვარაუდი, თუ როგორ გააკეთებენ ამას და აღრიცხონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენიშნული მცირე ცვლილებებიც კი;
  • მოითხოვს, რომ ყველა მოსწავლემ ჩაწეროს თავისი შედეგები საერთო ცხრილში, ბოლოს კი დაიწეროს შეჯერებული შედეგი.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ, რომ მჟავა წვიმები მოქმედებს მეტალებსა და კარბონატების შემცველ ქანებზე;
  • დაკვირვების ჩანაწერებს აწარმოებენ ზედმიწევნით ზუსტად, დაკვირვებებს შორის დროის ინტერვალების მითითებით.

 

რეკომენდაციები

  • გამოყენებული უნდა იყოს კირით შეკრული (შეკავშირებული) ქვიშაქვა. ქვიშის მარცვლები იშლება კირის გახსნისას. სანამ მოსწავლეები გამოიყენებენ, საჭიროა თიხით შეკრული (შეკავშირებული) ქვიშაქვის გამოიკვლევა, რომ ინახოს, იწვევს თუ არა წყლის მოქმედება მჟავა წვიმის მსგავს ზემოქმედებას;
  • მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ კარბონატებთან და მეტალებთან მჟავების ურთიერთქმედება და მეტალთა ქიმიური თვისებები;
  • მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან თავიანთი ვარაუდი, რა მოხდება, თუ მჟავა წვიმები ჩაედინება ნაკადში, რომელიც გაივლის კარბონატულ ქანებში, აგრეთვე მოიძიონ მასალა კირქვის გამოქვაბულების წარმოქმნის შესახებ.

 

უსაფრთხოება

  • ამ აქტივობაში გამოიყენება ძლიერ განზავებული გოგირდმჟავა (0.005 მოლი/ლ);
  • აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა: დამცავი სათვალისა და ხელთათმანების გამოყენება.