აქტივობა 3. ელექტროქურის სიმძლავრის განსაზღვრა.

აქტივობის  მიზანი:  ელექტროქურის სიმძლავრის განსაზღვრა.

რესურსები:

ელექტროქურა (ან ნათურა), ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, დენის წყარო, შემაერთებელი სადენები, ჩამრთველი.

მითითება:  ელექტროქურის სიმძლავრის განსაზღვრისათვის სასურველია ისარგებლოთ ლაბორატორიაში არსებული ცვლადი დენის ელექტრული ქსელით. ამპერმეტრი და ვოლტმეტრი წინასწარ უნდა მოამზადოთ ცვლადი დენისა და ძაბვის გასაზომად, რისთვისაც საჭიროა მათ ჰქონდეთ სათანადო სკალა. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკის ლაბორატორიაში არ არის ელექტრული ქსელი, დენის წყაროდ შეიძლება გამოიყენოთ აკუმულატორების ბატარეა და განსაზღვროთ სიმძლავრე, რომელსაც ხარჯავს მცირე ძაბვის ნათურა.

 

სამუშაოს მიმდინარეობა

მასწავლებელი:

  • რამდენიმე მოსწავლის დახმარებით აწყობს წრედს სადემონსტრაციო მაგიდაზე, სურათზე მითითებული სქემის მიხედვით ისე, რომ მას მთელი კლასი დააკვირდეს: (ჩამრთველი რთავს ამპერმეტრსა და ელექტროქურას, ხოლო ვოლტმეტრი რჩება ჩართული და გვიჩვენებს ძაბვას ქსელში. ქურის ჩართვისას დენის მიმყვან სადენებზე ძაბვის ვარდნის გამო ვოლტმეტრის ჩვენება რამდენადმე მცირდება).
  • ქურის მომჭერებზე ძაბვისა და ქსელში დენის ძალის გაზომვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრავს სიმძლავრეს (ვატი) P = IU ფორმულის დახმარებით;
  • ადარებს გამოთვლილ სიმძლავრეს ქურის პასპორტში მითითებულ სიმძლავრეს.