აქტივობა 2. როგორ იცვლება დროთა განმავლობაში ქანები და სამშენებლო მასალები

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ ქანები და სამშენებლო მასალები დროთა განმავლობაში იცვლება;
  • მასალების ცვლილების გამომწვევი ფაქტორები;
  • ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროდან.

 

რესურსები

  • ლონდონში, ნიუ-იორკსა და/ან პარიზში აღმართული “კლეოპატრას ნემსის” ფოტოები;
  • არალოკალური (არაადგილობრივი) შენობების და/ან ქანების გამოფიტვის ამსახველი ვიდეოკლიპები და/ან ფოტოები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • გაახსენებს მოსწავლეებს ქანებისა და სამშენებლო მასალების შესახებ ადრე მიღებულ ინფორმაციას, ავალებს, აღწერონ ცვლილებები და ამ ცვლილებების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები;
  • აჩვენებს ვიდეოკლიპებს და/ან ფოტოებს არალოკალური (არაადგილობრივი) შენობების და/ან ქანების გამოფიტვის შესახებ და სთხოვს, გამოთქვან ვარაუდი თუ რომელი ფაქტორები იწვევს ამ მოვლენას (მაგ.: ქვების ტიპი, კლიმატი, ჰაერის ადგილობრივი დაბინძურება, წყალი, ნიადაგი, მცენარეული საფარი);
  • ავალებს მოსწავლეებს, განსაზღვრონ ის ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ქანების ქიმიურ გამოფიტვას.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • აღწერენ, როგორ შეიძლება შეიცვალოს რელიეფი და/ან შენობა დროთა განმავლობაში
  • განსაზღვრავენ იმ ფაქტორებს, მაგ.: ჰაერის დაბალ pH და წვიმა, უხვნალექიანობასთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობენ ქიმიურ გამოფიტვას.

 

რეკომენდაციები

  • მოსწავლეებს შეიძლება აჩვენონ ლონდონში, ნიუ-იორკსა და/ან პარიზში აღმართული “კლეოპატრას ნემსის” ფოტოები და შესაბამისი ობელისკი ეგვიპტეში და სთხოვონ მათი ერთმანეთთან შედარება;
  • მცენარეების მოქმედების ეფექტის საჩვენებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცენარეთა გავლენით დაშლილი გრანიტის ნატეხის ფოტოსურათი.