აქტივობა 2. რა ქიმიური რეაქციები მიმდნარეობს საწვავის წვის დროს?
შესწავლის საგანი/მიზნები
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:
- როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები
მასწავლებელი:
- ეუბნება მოსწავლეებს, ასანთის ღერის თავის შედგენილობაში შედის კალიუმის ქლორატი, გოგირდი და ნახშირბადი და უსვამს მოსწავლეებს კითხვებს:
- დასახელებული ნივთიერებებიდან რომელია ელემენტი?
- როგორ იწერება კალიუმის ქლორატის ფორმულა?
- რა როლს ასრულებს კალიუმის ქლორატი ასანთის ღერის თავში?
- როგორ იწვევს ასანთის გაკვრა სითბოს გამოყოფას?
- რა იწვის ასანთის ანთებისას?
- სთხოვს მოსწავლეებს, დაასაბუთონ/განმარტონ თავიანთი პასუხები.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები:
- აღწერენ გოგირდის, ნახშირბადისა და კალიუმის ქლორატის როლს ასანთის ღერის თავის შედგენილობაში;
- ახსნიან, როგორ წარმოქმნის/აჩენს ასანთი ცეცხლს.
რეკომენდაციები
- მოსწავლეებს, შესაძლოა, ქლორატი ეგონოთ მარილმჟავას მარილი და ფორმულა არასწორად დაწერონ. კერძოდ, KCLO3 -ის ნაცვლად დაწერონ KCl. ამ პრობლემის დასაძლევად სასურველია, მასწავლებელმა განუმარტოს მოსწავლეებს, რომ თუ მარილის სახელწოდება მთავრდება ’-at’ ან “-it” დაბოლოებით, ეს ნიშნავს, რომ მარილი შეიცავს ჟანგბადს. შესაბამისად, მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ, სახელწოდებიდან გამომდინარე, კალიუმის ქლორატი შეიცავს ჟანგბადს და ის ვერ იქნება მარილმჟავას, ანუ უჟანგბადო მჟავას მარილი.
უსაფრთხოება
- ასანთის გამოყენებისას ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, მოსწავლეებმა დაიცვან უსაფრთხოების წესები.