აქტივობა 2. დენის სითბური მოქმედების შესწავლა

აქტივობის  მიზანი:   დენის  სითბური მოქმედების შესწავლა

რესურსები:

დენის წყარო - აკუმულატორი, ჩამრთველი, შემაერთებელი სადენები, ორი შტატივი, ნიქრომის ან ნიკელის მავთული, ქაღალდის ზოლი.

სამუშაოს მიმდინარეობა:

მასწავლებელი სადემონსტრაციო მაგიდასთან იძახებს ორ მოსწავლეს, რომლებიც ააწყობენ წრედს მოცემული ნახაზის მიხედვით. დანარჩენი მოსწავლეები წრედის სქემას ჩახაზავენ საშინაო დავალების რვეულში.

 

შენიშვნა: 

  • ცდაში შეგიძლიათ გამოიყენოთ:

ა) 0,5 მმ. დიამეტრის ნიკელის მავთული;

ბ) ნიქრომის მავთული, რომლისგანაცაა დამზადებული ელექტროგამათბობლების 

სპირალი. ამ ცდაში სწორედ ამგვარი სპირალის პატარა მონაკვეთის გამოიყენება.

გ) მწყობრიდან გამოსული რეოსტატის (მცოცავი კონტაქტით) ხვიის მავთული.

 

  • ექსპერიმენტის ჩატარება უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვას მოითხოვს. ამიტომ სასურველია, რომ ცდა ჩატარდეს სადემონსტრაციო მაგიდაზე და არა ჯგუფებში.

მოსწავლეები ინსტრუქციის თანახმად მუშაობენ: 

  • ცეცხლგამძლე მაგიდაზე ერთმანეთისგან 1,5-2 მ-ის დაშორებით ორ შტატივს დგამენ;
  • ნიქრომის ან ნიკელის მავთულს სხვადასხვა შტატივის თათში (მავთული თათისგან იზოლირებული უნდა იყოს) ამაგრებენ;
  • მავთულის ბოლოებს დენის წყაროს პოლუსებს უერთებენ;
  • მავთულზე ქაღალდის ორად გაკეცილ ზოლს ჰკიდებენ.

 

შენიშვნა: სასურველია, ჩამრთველი  მასწავლებელმა ჩართოს და ძაბვის რეგულატორით ნელ-   ნელა გაზარდოს დენი.

 

ცდის შედეგი:

  1. 1. გამტარის გათბობის პირველი ნიშანი მისი დაგრძელებაა;
  2. გამტარის გათბობის მეორე ნიშანი: ქაღალდის ზოლები აალდება, შემდეგ დაიწვება და ძირს ჩამოვარდება;
  3. გამტარი მუქი წითელი ფერის ხდება.

 

მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა:  დენს ახასიათებს სითბური მოქმედება: გამტარი დენის

გავლის შედეგად ხურდება..

 

სასარგებლო ბმულები:

    http://groups.physics.umn.edu/demo/electricity/movies/5F1535.mov