აქტივობა 10. რა ემართება ატომებსა და მოლეკულებს ახალი მასალების ან ახალი ნივთიერებების შექმნის დროს/ ქიმიური გარდაქმნების დროს?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ ნახშირმჟავა გაზი და წყალი წარმოიქმნება ორივე ნივთიერების, ნახშირბადისა და წყალბადის, შემცველი ნაერთების წვის დროს;
  • რომ ნახშირმჟავა გაზი და წყალი ორთქლდება ატმოსფეროში;
  • ვარაუდის გამოთქმა და არგუმენტირება;
  • რომ ნივთიერებების წვის დროს მასა მუდმივია;
  • შესაბამისი ინფორმაციის შერჩევა და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირება;
  • რომ ზოგჯერ ახალი მტკიცებულებების გამო საჭიროა თეორიებში ცვლილებების შეტანა.

 

რესურსები

  • ცვილის სანთელი;
  • ასანთი.


მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • აჩვენებს მოსწავლეებს ანთებულ ცვილის სანთელს უსვამს კითხვებს, მაგ., თუ ნივთიერება წვის დროს უერთდება ჟანგბადს, რატომ პატარავდება სანთელი სულ უფრო და უფრო მეტად? აწოდებს მოსწავლეებს დამატებით ინფორმაციას, მაგ., ცვილი შედგება წყალბადისა და ნახშირბადისაგან, და ავალებს, მოსწავლეებს, ივარაუდონ, რა ნივთიერებები წარმოიქმნება ცვილის წვისას. აცნობს მოსწავლეებს ნაერთებს, რომლებსაც ნახშირწყალბადები ეწოდება, მათ შედგენილობას და მათი წვის პროდუქტებს და ავალებს, ივარაუდონ, რა ემართებათ ამ პროდუქტებს.
  • გამოსახავს წყლისა და ნახშირბადის დიოქსიდის წარმოქმნას სიტყვიერი ტოლობით და/ან სქემით. აცნობს ნახშირბადისა და წყალბადის შემცველ ნაერთებს, მაგ, ბუნებრივი აირი.
  • აცნობს მოსწავლეებს პრისტლის, ლავუაზიეს და აალების/ფლოგისტონურ თეორიებს და უსვამს სხვადასხვა სირთულის კითხვებს:
  • რა ინფორმაცია აღმოაჩინა პრისტლიმ ჟანგბადის შესახებ?
  • რა არის ფლოგისტონური/აალების თეორიის არსი? (იხ. რეკომენდაციები)
  • რა წვლილი შეიტანა ლავუაზიემ წვის შესახებ მოსაზრებების განვითარებაში?
  • თუ ეს შესაძლებელია, მოსწავლეებს ავალებს ამ ინფორმაციის მოძიებას და მის საფუძველზე რეფერატის შექმნას და წარდგენას;
  • ავალებს მოსწავლეებს, აღწერონ და იმსჯელონ, რა შეხედულებები არსებობდა წვის შესახებ მეთვრამეტე საუკუნეში და შეადარონ ისინი ამ საკითხზე თანამედროვე მოსაზრებებს. განმარტონ ამ საკითხზე თანამედროვე შეხედულებების ახსნაში ატომურ-მოლეკულური მოძღვრების როლი.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • ადგენენ, რომ ნახშირბადის დიოქსიდი და წყალი წარმოიქმნება სხვადასხვა ნაერთის, მაგ., ცვილის, ბუნებრივი გაზის, წვის დროს;
  • განმარტავენ, რომ ნახშირბადის დიოქსიდი და წყალი ორთქლდება ატმოსფეროში;
  • განმარტავენ, რომ თუ წვის რეაქციის დროს მიღებულ ნახშირბადის დიოქსიდსა და წყალს შევაგროვებთ, მასა არ შემცირდება;
  • წარმოადგენენ ქიმიური რეაქციებს სიტყვიერი, სიმბოლური განტოლებებით ან სქემატურად;
  • ტექსტში მოძებნიან დასმულ შეკითხვებზე პასუხებს;
  • შეაჯამებენ წვის რეაქციების შედეგებს;
  • აღწერენ, როგორ განიმარტებოდა წვის რეაქციები XVIII საუკუნეში და შეადარებენ თანამედროვე თეორიებს;
  • დაწერენ და წარმოადგენენ რეფერატს.

 

რეკომენდაციები

  • მოსწავლეებს პრისტლისა და ლავუაზიეს შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ სხვადასხვა წყაროში; შესაძლებელია, მასწავლებელმა დაავალოს ამ ინფორმაციის საფუძველზე რეფერატის შექმნა და წარდგენა;
  • ფლოგისტონის თეორია (ძვ. ბერძ. φλογιστόν (flogiston) - წვა , φλόξ phlóx-დან “ცეცხლი”) – თეორია, რომლის თანახმად ყოველი წვადი ნივთიერება (ხე, ზეთი) და არაკეთილშობილი ლითონები (რკინა, ტყვია, სპილენძი) შედგება ნაცრისა (“ხენჯი”, “კირი”) და ფლოგისტონისგან. იგი პირველად წარმოადგინა იოჰან ოაკიმ ბეხერმა 1667 წელს;
  • ფლოგისტონი - “ცეცხლოვანი მატერია”, რომელსაც ვითომდა შეიცავდა ყველა საწვავი ნივთიერება და რომელიც გამოიყოფოდა წვის დროს. მე-18 ს.-ის ბოლოს ეს მცდარი ჰიპოთეზა უარყოფილ იქნა და მისი ადგილი დაიკავა წვის ჟანგბადოვანმა თეორიამ.